Contact


მოგესალმები ძვირფასო მომხმარებელო, აქ იხილავთ ზოგად და ხშირად დასმულ კითხვებს. თქვენი დროის დაზოგვის მიზნით გავაკეთეთ სავარაუდო კითხვებისა და პასუხების მოდელირება.

რამდენი ხანში იქნება მზად შეკვეთა?
შეკვეთები მზადდება და იგზავნება 3-ე 4-ე დღეს, ფოსტას სჭირდება 4-5 დღე. ბიზნესის განვიტარების ამ ეტაპზე კომპანიას არ აქვს დასაწყობებული პროდუქცია. ყველა შეკვეთა მზადდება პერსონალურად შემკვეთისთვის.  ზოგიერთი დიდი ზომის ნივთის შეკვეთის დამზადებას მეტი დრო სჭირდება, მაგალიტად აბაზანის ფარდები, ფოტოსურათები, ზურგჩანთები ან პირსახოცები. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ასეთი ზომის პროდუქტის დამზადების ვადები მაქსიმუმ 1,5 კვირამდეა.

რატომ მივიღე ჩემი შეკვეთა დანაწევრებულად?
გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი ნივთის შეფუთვა არ გვაძლევს საშუალებას სხვა შეკვეთილი ნივთებიც ჩავდოთ იმავე ყუთში, შეკვეთა იგზავნება ორ ან მეტ ნაწილად. თქვენ მხოლოდ ერთი ამანათის გამოგზავნის ფულს იხდით, კომპანია თავად ფარავს სხვა ხარჯებს. 

თუ ამზადებთ შეკვეთით გულსაკიდებს/გულსაბნევებს (კულონები/ბროშკები), ჭიქებსა და საინებს, ან სხვა სახის ნივთებს?
დიახ, ზმანს შეგიძლიათ დაუკვეთოთ სასურველი ნივთი, თქვენთვის სასურველი ფოტოთი ან ნახატით, სასურველი ფერის/ზომის სამოსი, ასევე ვამზადებთ შეკვეთილ მოქარგულ და ნაბეჭდ ნივთებს, მაგ: მაისურზე ან პერანგზე, თქვენს საკუთარ ნივთზე, უბრალოდ მოხდება ამ ნივთის ჩვენთვის მოწოდება და შემდეგ უკან დაქარგული ან დაბეჭდილის გამოგზავნა. ნაქარგის შემთხვევაში გადაიხდით ნაქარგის გაციფრულების მოსაკრებელს (20$) და ქარგვის $10-დან $50-მდე (გამომდინარე ნაქარგის ზომიდან და სირთულიდან)

თუ ასრულებთ მოცულობით შეკვეთებს და თუ იქნება ფასდაკლება? დიახ, ზმანი სრულად არის აღჭურვილი იმისათვის რომ შეასრულოს კორპორატიული და მცირე ჯგუფების ან სპორტული გუნდების შეკვეთა (10-50 და უფრო მეტი ერთნაირი შეკვეთა). ფასები ინდივიდუალურად დაითვლება, ბითუმი შეძნებისას მოქმედებს ფასდაკლება. 

ვარ ხელოვანი, მსურს ზმანმა დაამზადოს ნივთები ჩემი ნახელავით, მაგა: ჩანთაზე ან მაისურზე, შეუძლია ეს ზმანს? დიახ, ზმანი ღიაა ასეთი ტიპის შეკვეთებისთვის, არანაირი მინიმუმი შეკვეთისას. ზმანი მოხარული იქნება თუ დახმარებას აღმოუჩენს ქართველ იმიგრანტ არტისტებს და მათი ნახელავის პოპულარიზაციაში შეიტანს წვლილს.

კომპანია ზმანის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია ქართული სათვისტომოს დახმარება კომპანიის კომპეტენციის ფარგლებში.  ასევე, კომპანია ზმანი მზად არის დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებსა და სხვა ადამიანებს, ვისაც ესაჭიროება “ დაბრენდილი” ზმანი საქართველოს ეროვნული სიმბოლიკით. ასეთ ვითარებაში, კომპანია უფასოდ შეასრულებს დიზაინის დამუშავებასა და შეკვეთას, შემდეგ კი საჩუქრად გადასცემს ბენეფიციარს. 

მეტი ინფორმაციისთვის ანდა დასაკავშირებლად გამოიყენეთ შემდეგი ნომერი: +19292002949
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ ოფიციალურ სამუშაო დღეებში და სათებში.